მარიო ბალოტელი საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო ფეხბურთელია

16:48, 16.04.2019

მარსელის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი მარტში საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა. გამოკითხვა, ტრადიციულად, საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჩაატარა.

28 წლის იტალიელმა ხმების 45 პროცენტი მიიღო. მარტში მან ლიგა 1-ში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ – 35 პროცენტი, მესამეზე გავიდა მუსა დემბელე ლიონიდან – 20 პროცენტი.

მსგავსი