მარიო ბალოტელი საფრანგეთის ჩემპიონატის მარტის საუკეთესო ფეხბურთელია
მარსელის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი მარტში საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად გამოცხადდა. გამოკითხვა, ტრადიციულად, საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა ჩაატარა.
28 წლის იტალიელმა ხმების 45 პროცენტი მიიღო. მარტში მან ლიგა 1-ში ოთხი მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.
გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა პარი სენ-ჟერმენის ფორვარდმა კილიან მბაპემ – 35 პროცენტი, მესამეზე გავიდა მუსა დემბელე ლიონიდან – 20 პროცენტი.