მე იტალიის საუკეთესო ფორვარდი ვარ - ბალოტელი ნაკრებში გამოძახებას ელოდება #1TVSPORT
მე იტალიის საუკეთესო ფორვარდი ვარ - ბალოტელი ნაკრებში გამოძახებას ელოდება #1TVSPORT

თურქული „ადანა დემირსფორის“ ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ უპასუხა შეკითხვას იტალიის ნაკრებში დაბრუნების შესახებ.

„როცა მე ჯანმრთელი ვარ, კვლავინდებურად ვრჩები იტალიაში საუკეთესო ფორვარდად. მინდა, დავბრუნდე და ვითამაშო ეროვნულ გუნდში. ყოველთვის მაქვს იმედი, რომ გამომიძახებენ“, – განაცხადა ბალოტელიმ.

მიმდინარე სეზონში მარიომ თურქულ კლუბში ხუთი მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა.

33 წლის ბალოტელი იტალიის ნაკრებში 2010-18 წლებში თამაშობდა და 36 მატჩში 14 გოლი დააგროვა.