მარიო ბალოტელი - ფეხბურთს ეცით პატივი და ნუ შეადარებთ მესის იუვენტუსის 7 ნომერს
მარიო ბალოტელი - ფეხბურთს ეცით პატივი და ნუ შეადარებთ მესის იუვენტუსის 7 ნომერს

მარსელის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი აღფრთოვანებული დარჩა ლიონელ მესის თამაშით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში. არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მისმა ბარსელონამ კი 3:0 გაანადგურა ლივერპული.

სკანდალურმა იტალიელმა თავისი აღფრთოვანების გამოსახატად კრიშტიანო რონალდო ახსენა.

„ფეხბურთს ეცით პატივი და ნუ შეადარებთ მას იუვეს მეშვიდე ნომერს“, – დაწერა ინსტაგრამის  საკუთარ გვერდზე ბალოტელიმ.

ლივერპულთან დუბლის შემდეგ, მესის საკლუბო კარიერაში ზუსტად 600 გოლი დაუგროვდა. ორი დღით ადრე, ასევე მე-600 გოლი გაიტანა საკლუბო დონეზე რონალდომ.

ბალოტელის მაჩვენებელი 109 გოლია.