მარიო ბალოტელი - ფეხბურთს ეცით პატივი და ნუ შეადარებთ მესის იუვენტუსის 7 ნომერს
მარსელის იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი აღფრთოვანებული დარჩა ლიონელ მესის თამაშით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში. არგენტინელმა დუბლი შეასრულა, მისმა ბარსელონამ კი 3:0 გაანადგურა ლივერპული.
სკანდალურმა იტალიელმა თავისი აღფრთოვანების გამოსახატად კრიშტიანო რონალდო ახსენა.
„ფეხბურთს ეცით პატივი და ნუ შეადარებთ მას იუვეს მეშვიდე ნომერს“, – დაწერა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ბალოტელიმ.
ლივერპულთან დუბლის შემდეგ, მესის საკლუბო კარიერაში ზუსტად 600 გოლი დაუგროვდა. ორი დღით ადრე, ასევე მე-600 გოლი გაიტანა საკლუბო დონეზე რონალდომ.
ბალოტელის მაჩვენებელი 109 გოლია.