მარინა კალიურანდი - მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მიესალმება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებას.
„მივესალმები უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალებას, როგორც დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმულ კეთილსინდისიერ ნაბიჯს.
მოვუწოდებ ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე და ველოდები მოლაპარაკებების გაგრძელებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ“, – წერს მარინა კალიურანდი.