მარინა ენდელაძე - ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი კიდევ გვექნება და თანდათან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდება
მარინა ენდელაძე - ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი კიდევ გვექნება და თანდათან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდება

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მომატებულია. ხდება აქტიური დატეტსტვა, ამდენად, მოსალოდნელი იყო შემთხვევების მატება, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა, კორონავირუსის შემთხვევების პიკი იყოს, მაგრამ რაოდენობა თანდათან შემცირდება.

„რა თქმა უნდა, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მომატებულია. ხდება აქტიური დატეტსტვა ყველა ახალი შემთხვევის. ამდენად, მოსალოდნელი იყო მატება. ასეთი აქტიური დატესტვების შემდეგ თანდათან მოიკლებს რაოდენობა, რადგან ვლინდება ყველა ინფიცირებული. შესაბამისად, ვფიქრობ, რამდენიმე დღე პიკი კიდევ გვექნება და თანდათან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა შემცირდება“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი.