საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 299 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 640 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 299 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 419-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი ჯამში 39-ია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 392 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.