მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35 კრიტიკულად მძიმეა, 33 კი, მართვით სუნთქვაზეა
მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35 კრიტიკულად მძიმეა, 33 კი, მართვით სუნთქვაზეა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიდან 35 კრიტიკულად მძიმეა, 33 კი, მართვით სუნთქვაზეა.

როგორც მარინა ენდელაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დღეს კორონავირუსის 3571 აქტიური შემთხვევაა.

მისივე თქმით, ინფექციით დღეს ორი ადამიანი გარდაიცვალა.

„ქვეყანაში გარდაცვლილების საერთო რაოდენობა არის 48, როგორც ინფორმაცია მაქვს, აქედან ერთი არის აჭარაში, ასაკოვანი მამაკაცი, რომელსაც ჰქონდა თანმხლები დაავადებები, მეორეზე ინფორმაცია ჯერ ვერ მოვიპოვე“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.