მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია
მარინა ენდელაძე - კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 70-ზე მეტი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

როგორც მარინა ენდელაძემ განაცხადა, დღეს კორონავირუსით ოთხი პაციენტი გარდაიცვალა.

მისი თქმით, გარდაცვლილებიდან ორი თბილისში, ორი კი ბათუმში მკურნალობდა.

„კრიტიკული პაციენტია 70-ზე მეტი. ჩვენ ცენტრში ამჟამად არის 64 კოვიდინფიცირებული, მათ შორის ინტენსიური თერაპიის განყოფილებასა და რეანიმაციაში იმყოფება ექვსი პაციენტი, ოთხი არის სიპაპრეჟიმზე. უმეტესობის ზოგადი მდგომარეობა გახლავთ საშუალოზე მძიმე და მძიმე“, – განაცხადა ენდელაძემ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 214 პაციენტი.