მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს
მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო შესაძლოა, თბილისში ზომები გამკაცრდეს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა.

„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, თუ ასეთი მატება იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ ზუსტად პირველ სექტემბრამდე გამკაცრებული ზომების პირობებში მატება თითქმის არ გვქონდა, ძალიან მცირე იყო, ახლა მატება არის. შესაბამისად, შეიძლება მთავრობამ გადაწყვიტოს ამის შესახებ. ეს ჩემი გადასაწყვეტი საკითხი არ არის“,- განაცხადა ენდელაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 208 პაციენტი, გარდაიცვალა შვიდი ადამიანი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 194 თბილისში, 172 აჭარაში, 117 კი იმერეთში დაფიქსირდა.