საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით შვიდი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 85-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 11 794 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 208 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 327​-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი