მარიამ ჯაში - ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე ხმის მიცემაში მონაწილეობა ორი პირის თხოვნით არ მივიღე
მარიამ ჯაში - ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე ხმის მიცემაში მონაწილეობა ორი პირის თხოვნით არ მივიღე

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას მხარი ორი ადამიანის თხოვნით არ დაუჭირა.

„2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. ასევე ჩემი ოჯახი, 15 წლის წინ 2004 წელს რეპრესიების ფონზე დავკარგე მეუღლე და ერთადერთი შვილის დაკარგვის შემდგომაც ჩემი მეუღლის დედის პოზიციაც არის, რომ დღეს ქვეყანას სჭირდება კონსოლიდაცია“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯაშის კომენტარს „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.

საქართველოს პარლამენტმა თანხმობა განაცხადა, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართოს. ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გახდა ცნობილი.