მარიამ ჯანაშვილმა პირველი დაპირისპირება მოიგო, ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა დაასრულა [ვიდეო] #1TVSPORT
დღეს ლისაბონში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში. ტურნირზე 45 ქვეყნის 359 სპორტსმენი ასპარეზობს. კონტინენტის პირველობაზე საქართველოს ნაკრების ღირსებას პირველ დღეს, ხუთი ძიუდოისტი დაიცავს.
52კგ-ში მოასპარეზე მარიამ ჯანაშვილმა პირველ შეხვედრაში პორტუგალიელი იოანა დიეგო სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. ამავე წონაში ტატიანა ლევიცკა-შუკვანმა ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა დაასრულა.
დღეს წინასწარი შეხვედრები 12:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 19:00 საათზე გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და „ტელესკოლა“ შემოგთავაზებთ. დღევანდელი ფინალური ბლოკის ტელერეპორტაჟზე მსოფლიო ჩემპიონი, ლუხუმ ჩხვიმიანი იმუშავებს.