ძიუდო | შავდათუაშვილი და გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეოთხედფინალში იასპარეზებენ. ლაშამ ფინეთის სახელით მოასპარეზე ძოუკაევი იპონით დაამარცხა, ტატომ კი სერბ სოგენოვს დამატებით დროში სძლია.

გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი 19:00 საათიდან შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს შეჯიბრზე ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.

2023 წელს მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებმა ოთხი ვერცხლის მედლით დაასრულა – ტატო გრიგალაშვილმა, ლაშა ბექაურმა, ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა ფინალური დაპირისპირებები წააგეს.