ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ სლოვაკეთის ქალაქ ტრნავაში ITF-ის 60-ათასიანი ტურნირი მოიგო წყვილთა თანრიგში. 24 წლის ქართველი შეჯიბრზე ბრიტანელ მაია ლამსდენთან ერთად მეოთხე ნომრად იყო განთესილი. ფინალში მათ შვეიცარიელი კონი პერენი და ლატვიელი დიანა მარცინკევიჩა ორ სეტში – 6:2, 6:3 დაამარცხეს.
შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე ტრნავაში ერთეულთა თანრიგშიც ასპარეზობდა, პირველ რაუნდში მან თანამემამულე ეკატერინე გორგოძეს სძლია, შემდეგ კი თვითონაც დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.