მარიამ ბოლქვაძე ობიდოსის ტურნირის გამარჯვებულია
მარიამ ბოლქვაძე ობიდოსის ტურნირის გამარჯვებულია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ობიდოსის ITF-ის ტურნირი მოიგო, რომელიც 8-14 აპრილს პორტუგალიაში გაიმართა. 21 წლის ქართველი ფინალში ესპანელ ნურია პარისას დიასს დაუპირისპირდა და მეტოქე ორ სეტში, 6:2, 7:5 დაამარცხა.

ფინალამდე ქართელმა 1/32 ფინალში ემილი ვებლი-სმითი (6:3, 6:1), მერვედფინალში – ლატვიელი დანიელი ვისმანე (6:3, 6:0), მეოთხედფინალში – ესპანელი კრისტინა ბუსკა (6:3, 6:1), ხოლო ნახევარფინალში – თანამემამულე სოფიო შაფათავა (6:2, 6:2) დაამარცხა.

ეს მისთვის მეოთხე კარიერული ტიტულია. გამარჯვებისთვის ბოლქვაძემ სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო კლასიფიკაციის მიმდინარე რეიტინგში კარიერის საუკეთესო მაჩვენებელზეა. სოფიკო შაფათავა და ემილი უებლი სმიტი კი ობიდოსის ტურნირის წყვილთა თანრიგის გარჯვებულები არიან.

ფინალში მათი მეტოქე მარიამ ბოლქვაძის და ნასტია კოლარის წყვილი იყო, რომელიც ანგარიშით 6-1, 2-6, 11-9 დაამარცხეს და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ.