მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ ავსტრალიის ღია პირველობის ორგანიზატორებისგან„ უაილდ-ქარდი“ მიიღო, – დაწერა ტურნირის პრესსამსახურმა.
ასე რომ, 32 წლის რუს ჩოგბურთელს, რომელიც დღეს მსოფლიოს 147-ე ჩოგანია, არ მოუწევს საკვალიფიკაციო ტურნირის თამაში.
შარაპოვამ ამ სეზონში ჯერჯერობით ერთი მატჩი ჩაატარა. ამ კვირას ის ბრისბენის ტურნირში ჩაება და პირველ წრეში წააგო ამერიკელ ჯენიფერ ბრეიდისთან – 6:3, 1:6, 6:7(3).
ავსტრალიის ღია პირველობა 20 ნოემბერს დაიწყება და ორ თებერვლამდე გაგრძელდება.