მონრეალის „მასტერსის“ პარალელურად, კანადის მეორე ქალაქ ტორონტოში ქალებს შორის „პრემიერის“ კატეგორიის ტურნირი მიმდინარეობს. იქ მეორე სათამაშო დღე შედგა და ბრძოლას გამოეთიშა რუსი მარია შარაპოვა. მან ორი საათი და 41 წუთი ბრძოლის შემდეგ, ანგარიშით 6:4, 3:6, 4:6 წააგო ესტონელ ანეტ კონტავეიტთან.
რუს ჩოგბურთელს წლევანდელი სეზონი ჩავარდნილი აქვს – მან მხოლოდ ოთხი მატჩი მოიგო, კონტავეიტმა კი 2019 წელს მაიამის ტურნირის ფინალამდე მიაღწია და შტუტგარტში ნახევარფინალი ითამაშა.
მიუხედავად ამისა, შარაპოვამ დიდი წინააღმდეგობა გაუწია ესტონელს – მოიგო პირველი სეტი და მეორეში ბრეიკით ლიდერობდა, თუმცა კონტავეიტმა შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და მოგება.
შეხვედრა თითქმის თანაბარი გამოვიდა: კონტავეიტს მხოლოდ ერთით მეტი „ვინერსი“ ჰქონდა (26:25), ერთით ნაკლები უნებლიე შეცდომა (35:36) და ჯამში რვით მეტი ქულა აიღო (108:100). ბალტიისპირელმა 12-დან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შარაპოვამ – რვიდან სამი.
მეორე დღის შედეგები:
კონტავეიტი (ესტ, 16)-შარაპოვა (რუს) 4:6, 6:3, 6:4
კუზნეცოვა (რუს)-სიუ ვანი (ჩინ) 6:2, 6:4
ოსტაპენკო (ლატ)-გარსია (საფ) 6:3, 6:3
დი ლორენცო (აშშ)-მარტიჩი (ხორ) 6:4, 7:5
ვოიზნიაცკი (დან, 15)-პუტინცევა (ყაზ) 6:4, 6:2
გორგესი (გერ)-ჰერცოგი (სლოვენ) 6:3, 1:6, 7:6(5)
კენინი (აშშ)-ჰსიე (ტაივ) 6:4, 6:3
ბუზკოვა (ჩეხ)-ფერნანდესი (კან) 6:0, 6:1
ბენჩიჩი (შვეიც, 11)-პოტაპოვა (რუს) 6:2, 6:1
მერტენსი (ბელ)-სასნოვიჩი (ბლრ) 3:6, 6:3, 6:1
იასტრემსკა (უკრ)-კონტა (ბრიტ, 13) 6:3, 6:2
ბრეიდი (აშშ)-მლადენოვიჩი (საფ) 6:1, 6:2
კასატკინა (რუს)-კერბერი (გერ, 12) 0:6, 6:2, 6:4