მარია შარაპოვამ შენჟენის ტურნირი მიატოვა
მარია შარაპოვამ შენჟენის ტურნირი მიატოვა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი მარია შარაპოვა ჩინეთის ქალაქ შენჟენის ტურნირს იძულებით გამოეთიშა. ტრავმის გამო, რუსმა ჩოგბურთელმა ბელარუსი არინა საბალენკას წინააღმდეგ მეოთხედფინალის დასრულება ვერ შეძლო.

შარაპოვამ პირველი სეტი 1:6 დათმო და მეორეში 2:4 აგებდა, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელებაზე უარი თქვა.

სავარაუდოდ, შარაპოვას მარცხენა ფეხი და მარჯვენა მხარი აწუხებდა. ჩოგბურთელებმა კორტზე საათი და 20 წუთი გაატარეს. საბალენკამ შვიდიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შარაპოვას ანგარიშზე კი ერთი ბრეიკი იყო.