მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, მარია შარაპოვამ მონაწილეობა მიიღო ამერიკული სერიალის „მილიარდების“ (Billions) გადაღებებში.
რუსი ჩოგბურთელი, რომელმაც 2020 წლის თებერვალში გამოაცხადა დიდი ჩოგბურთიდან წასვლის შესახებ, მეშვიდე სერიის დასაწყისში ჩნდება.
სხვათა შორის, ეს არ არის რუსი ჩოგბურთელის პირველი გამოჩენა „მილიარდებში“. მესამე სეზონში შარაპოვა გადაიღეს ეპიზოდში დემიან ლუისთან და ჯონ მალკოვიჩთან ერთად.
შარაპოვა „დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონია.