მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, რუსი მარია შარაპოვას უიღბლო სეზონი გრძელდება. 32 წლის ჩოგბურთელმა გამოაცხადა, რომ ვერ შეძლებს ავსტრიის ქალაქ ლინცის ტურნირში გამოსვლას.
როგორც ტურნირის პრესსამსახურმა გამოაცხადა, შარაპოვას მხარი აქვს დაზიანებული და ამის გამო არ ჩადის ავსტრიაში.
დღეისთვის, მარია შარაპოვა მსოფლიოს კლასიფიკაციაში 138-ე ჩოგანია. წელს, რუსმა პროფესიულ ტურში 15 მატჩი ჩაატარა და რვა მოიგო. მისი საუკეთესო შედეგი 2019 წელს – ავსტრალიის ღია პირველობაზე მერვედფინალში გასვლა იყო.