რუსმა ჩოგბურთელმა მარია შარაპოვამ სპეციალური მიწვევა მიიღო მალიორკას ტურნირიდან, რომელიც ესპანეთში 16-23 ივნისს ჩატარდება.
„მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ მივიღე მალიორკას ღია პირველობის ორგანიზატორების მიწვევა, – განაცხადა შარაპოვამ ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე, – მინდა მადლობა გადავუხადო ტურნირს ასეთი შესაძლებლობისთვის, აგრეთვე ყველა გულშემატკივარს, რომელიც ბოლო თვეებში მხარს მიჭერდა“.
32 წლის შარაპოვამ ტრავმა თებერვალში, სანკტ-პეტერბურგის ტურნირის დროს მიიღო და მას შემდეგ კორტზე აღარ გასულა.