მარგველაშვილი თელ-ავივის გრანდ სლემის გამარჯვებულია, ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ისრაელის ქალაქ თელ-ავივში სტარტი აიღო გრანდ სლემმა ძიუდოში. დღეს ტურნირზე სამი ქართველი ასპარეზობდა, რომელთაგან ორი ფინალურ ბლოკში ვიხილეთ.
66კგ-ში მოასპარეზე ვაჟა მარგველაშვილი პრესტიჟული გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელი ორხან საფაროვი ორი ვაზარით დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ახალგაზრდა ლაშა ნადირაძე, რომელმაც მასპინძელ ფლიკენს დამატებით დროში სძლია.
დღეს თელ-ავივში გამომსვლელმა მესამე ქართველმა, ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) წარუმატებლად იასპარეზა. მან მერვედფინალში ავსტრალიელ ჯოშუა კატზთან წააგო და ტურნირი უმედლოდ დაასრულა.
ხვალ შეჯიბრებაზე 73კგ-ში ახალგაზრდა მიხეილ ბახბახაშვილი იჭიდავებს.
2022 წელს თელ-ავივის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების წევრებმა სამი მედალი მოიპოვეს: ჩემპიონები გახდნენ ილია სულამანიძე (100 კგ.) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ.), ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.) ვერცხლის მედალს დაეუფლა.