მარგველაშვილი მეოთხედფინალშია - ეთერ ლიპარტელიანი ასპარეზობას გამოეთიშა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე ევროპულ თამაშებზე ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ.) მოლდაველი სპორტსმენი ვადიმ ბუნესჩუ სუფთა გამარჯვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.
საქართველოს ღირსებას წლევანდელ ტურნირზე ერთადერთი ქალი ძიუდოსტი – ეთერ ლიპარტელიანი იცავდა, რომელიც მეორე წრეში დამარცხდა და ასპარეზობას ნაადრევად გამოეთიშა.