მარცხი სამ სეტში - ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს მე-3 წრეში გამოეთიშა #1TVSPORT
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ტურნირს 1/16-ფინალში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი რეიტინგში 104-ე ადგილზე მყოფ ნიდერლანდელ ტიმ ვან რეიტჰოვენთან სამ სეტში დამარცხდა.
რეიტჰოვენი თავის ჩაწოდებაზე კარგად თამაშობდა და საბოლოო ჯამში, 21 ეისიც დაუგროვდა. პირველ სეტში ჩოგბურთელები თავიანთ ჩაწოდებებზე კარგად თამაშობდნენ, მაგრამ მე-9 გეიმი საკუთარ მოწოდებაზე ბასილაშვილმა დათმო და შესაბამისად 4:6 დამარცხდა. მეორე სეტში ნიდერლანდელმა ორი ბრეიკის აღება თავიდანვე მოახერხა და უპირატესობა შეინარჩუნა 3:6. მესამე სეტი კი დაძაბული აღმოჩნდა, მაგრამ აქაც გადამწყვეტი მე-9 გეიმი იყო, რომელიც ნიკოლოზმა დათმო და რეიტჰოვენმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა – 4:6.
ტიმ ვან რეიტჰოვენის სავარაუდო მეტოქე შემდეგ წრეში სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.