მარცხი პოლონეთთან - 17-წლამდელებმა ესპანეთში ითამაშეს
მარცხი პოლონეთთან - 17-წლამდელებმა ესპანეთში ითამაშეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ესპანეთშია, სადაც საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დაიწყო.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი შეხვედრა პოლონეთთან გამართა და დაძაბულ შეხვედრაში 0:2 დამარცხდა. ტურნირზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები 8 იანვარს ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო 10 იანვარს – ნორვეგიას.

საქართველო 0:2 პოლონეთი

საქართველო U17: ხარატიშვილი, ავალიანი, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, სიჭინავა (გაგნიძე), აბუაშვილი, უბილავა (გ. მამაგეიშვილი), ზოსიაშვილი, უგრეხელიძე (იობაშვილი)

სათადარიგოები: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, დუნდუა, უბილავა

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჩიტაური

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე 18 ფეხბურთელით გაემგზავრა.

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბთ), ნიკოლოზ შურღაია (დინამო თბ);

მცველები: საბა ხვადაგიანი, ლუკა სალუქვაძე, თორნიკე დუნდუა, გიორგი ჩხეტიანი, გიორგი უბილავა, მიხეილ ავალიანი (ყველა – დინამო თბ), ზურა ზოსიაშვილი, ბაქარ აბჟანდაძე (ორივე – ლოკომოტივი);

ნახევარმცველები: ნიკოლოზ უგრეხელიძე, ლუკა გაგნიძე, ზაურ სიჭინავა (სამივე – დინამო თბ), გიზო მამაგეიშვილი, ოთარ მამაგეიშვილი (ორივე – საბურთალო).

თავდამსხმელები: გიორგი აბუაშვილი, ჯადული იობაშვილი (ორივე – დინამო თბ), გიორგი გვიშიანი (საბურთალო).

გიორგი ჩიტაურის 17-წლამდელები ელიტ-რაუნდისთვსი ემზადებიან. გუნდი მე-6 ჯგუფში მოხვდა,ს ადაც მეტოქეები არიან ინგლისი, ბელგია და რუმინეთი. 2020 წლის 25, 28 და 31 მარტს ელიტ-რაუნდს ბელგია უმასპინძლებს.