მარცხი პირველ სპარინგში - „სამტრედიამ“ „დინამო 2“-თან უპირატესობა გაანიავა #1TVSPORT
მარცხი პირველ სპარინგში - „სამტრედიამ“ „დინამო 2“-თან უპირატესობა გაანიავა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „სამტრედიამ“ პირველი ამხანაგური მატჩი „დინამო თბილისი 2“-თან გამართა და 2:3 დამარცხდა.

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილებმა პირველი ნახევარი 2:0 მოიგეს, ორივე გოლი სირილ ჩამბამ გაიტანა. მეორე ნახევარში კი „სამტერდიას“ შემადგენლობა შეიცვალა და გუნდმა უპირატესობა გაანიავა.

„სამტრედია“: ბურიჩენკოვი, უბილავა, მირცხულავა, კილასონია, კორიფაძე, ხმალაძე, ექვთიმიშვილი, ზარიძე, ლაღაძე, ნაჭყებია, ჩამბა

შეცვლაზე შევიდნენ: ლომიძე, ბოჭორიშვილი, იოსელიანი, გვიშიანი, თევზაძე, კირკიტაძე, ჩარგეიშვილი

„სამტრედიამ“ ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი 15 იანვარს, თბილისში დაიწყო. გუნდი კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, 6 თებერვლიდან კლუბი ორკვირიან შეკრებას თურქეთში გაივლის, სადაც ასევე 4 ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.