მარცხი პირველ მატჩში – ფოთის „კოლხეთმა“ შეკრებაზე დიდი ანგარიშით წააგო #1TVSPORT

22:00, 06.02.2023

თურქეთში შეკრებაზე ფოთის „კოლხეთმა“ პირველი ამხანაგური მატჩი ტერმეზის „სურხონის“ წინააღმდეგ გამართა და დიდი ანგარიშით 0:4 დამარცხდა.

უზბეკური კლუბი უპირატესობას პირველივე ტაიმში დაეუფლა და შესვენებამდე სოლიდური უპირატესობა მოიპოვა  – 3:0. მეორე ტაიმში „სურხონმა“ კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხა და საბოლოოდ 4:0 გაიმარჯვა.

კოლხეთი 1913 – სურხონი 0:4

„კოლხეთი“: კოტლიაროვი, ოლხოვი, გიუნაშვილი, ბ. ხარშილაძე, ახალაძე, გვალია, რობაქიძე, ზურაბიანი, ხინთიბიძე, გავაშელიშვილი, გურგენიცკი

მეორე ტაიმი: ლ. ხარშილაძე, გაბელაია, ჯაფიაშვილი, კაპანაძე, მეგრელიშვილი, ლომაძე, გვასალია, მესხი, ტორონჯაძე, ქადარია, გოგებაშვილი (ციკოლია).

თურქულ ანტალიაში წინასასეზონო შეკრებაზე ფოთის „კოლხეთი“ კიდევ ხუთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

მსგავსი