მარცხი მონტენეგროსთან - 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი უქულოდ დაასრულა #1TVSPORT
მარცხი მონტენეგროსთან - 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი უქულოდ დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2023-ზე გასვლის შანსი დაკარგა – გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც დათმო მონტენეგროსთან (1:3) და ტურნირს გამოეთიშა.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ორი შეხვედრა გუნდმა დანიასთან (1:3) და ინგლისთან (0:6) წააგო და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაკარგა.

მონტენეგროელებმა ანგარიში შესვენებამდე, 43-ე წუთზე ბოიან პავიჩევიჩის გოლით გახსნეს. 54-ე წუთზე ნიკოლოზ ცხოვრებაშვილმა წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ვიქტორ ჯუკანოვიჩმა მატჩის მიწურულს (73, 77) დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.

ლიდერთა დაპირისპირებაში ინგლისმა მასპინძელი დანია 4:2 დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ელიტრაუნდის საგზური კი ორივემ მოიპოვა. მესამეზე მონტენეგროა, ხოლო საქართველომ ტურნირი უქულოდ და ბოლო ადგილზე დაასრულა.


მონტენეგრო-საქართველო 3:1


გოლი: 1:0 პავიჩევიჩი (43), 1:1 ცხოვრებაშვილი (54), 2:1 ჯუკანოვიჩი (73), 3:1 ჯუკანოვიჩი (77).

საქართველო: მაქაცარია, გოგნაძე (83. კალანდაძე), ლაცაბიძე, გოგლიჩიძე (78. თოდუა), ტაბატაძე, დათუაშვილი, ბაგრატიონი (83. ბართია), ცხოვრებაშვილი, პარკაძე, იობაშვილი, ღურწკაია (67. გოცირიძე)