მარცხი ლუქსემბურგთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრებისთვის ევროშესარჩევი დაიწყო #1TVSPORT
მარცხი ლუქსემბურგთან - 17-წლამდე გოგონათა ნაკრებისთვის ევროშესარჩევი დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის სასტარტო შეხვედრა ლუქსემბურგთან გამართა და 3:0 დამარცხდა.

სალომე ხუბულურის გუნდმა ჯგუფის მასპინძლებთან პირველი ნახევრი გატანილი გოლების გარეშე დაასრულა, მაგრამ შესვენების შემდეგ, ლუქსემბურგელებმა შარლოტა შმიტის მიერ 67-ე და 69-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოიპოვეს გადამწყვეტი უპირატესობა. 89-ე წუთზე შმიტმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო მატჩს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები 7 ოქტომბერს, სომხეთის ასაკობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.