მარცხი ჰირადოუმისთან - ტოჩინოშინის უარყოფითი ბალანსი აკი ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში სუმოს სუპერტურნირი აქტიურად მიმდინარეობს და მებრძოლები თავიანთ შეხვედრებს მართავენ. აკი ბაშოზე მე-12 ბრძოლა გამართა ქართველმა სეკიტორიმ ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, რომელიც მე-16 მაეგაშირა ჰიდაროუმის შეხვდა და დამარცხდა.

ამჯერადაც შეჯახების შემდეგ, ქართველმა უპირატესობა ვერ მოიპოვა და მისმა მეტოქემაც გამარჯვების მოპოვება მარტივად მოახერხა – ჰიდაროუმიმ იორიკირით მოიგო.

12 დღის შემდეგ ტოჩინოშინმა სექტმებრის ბაშოზე უარყოფითი ბალანსი გაიფორმა, რადგან უკვე 8 წაგება დაუგროვდა. ხვალ მისი მეტოქე მე-12 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება, რომელსაც 6 მოგება და 6 მარცხი აქვს.