მარცხი ევროშესარჩევის სტარტზე - დანიამ საქართველო დაამარცხა [ვიდეო]

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წარუმატებლად დაიწყო. ზვიად ჯელაძის გუნდი მასპინძლებთან 1:3 დამარცხდა.

„ჰობროს“ სტადიონზე გამართულ შეხვედრაში, ჩვენებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო: მე-3 წუთზე თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველმა, თორნიკე მორჩილაძემ ანგარიში გახსნა. დანიელებმა წონასწორობა მხოლოდ ტაიმის მიწურულს, 38-ე წუთზე, ჰექტორ ჰეიბერე-ტომსენის გოლით აღადგინეს – 1:1. 58-ე წუთზე დანიელები დაწინაურდნენ და ამჯერადაც თავი ჰეიბერე-ტომსენმა გამოიჩინა. ხოლო 90+3-ე წუთზე ალექსანდერ ლინმა ქართველების კარი მესამედაც აიღო და დანიამ 3:1 მოიგო.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში რუსეთმა ესტონეთს 1:0 სძლია და დანიელებთან ერთად პირველ -მეორე ადგილზე დაწინაურდა, ხოლო საქართველო ბურთების უარესი სხვაობით მეოთხე პოზიციაზეა. 27 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები რუსეთს შეხვდება, 30-ში კი ესტონეთს.