„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალის“ ფორვარდი გარეტ ბეილი თავის გუნდში გადასვლაზე დაითანხმა, – ამტკიცებს ესპანური გაზეთი Marca.
როგორც ჟურნალისტები ირწმუნებიან, გარიგება 2017-18 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გაფორმდება.
მანამდე პრესაში გაჩნდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ მადრიდელთა ხელმძღვანელობა მზად არის, ტრანსფერზე დააყენოს 28 წლის უელსელი, რომლის კონტრაქტიც 2022 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ასევე, პრესაში დაიწერა, რომ „მანჩესტერი“ ზაფხულში 200 მილიონი ფუნტის დახარჯვას აპირებს შემადგენლობის გასაძლიერებლად.
მიმდინარე სეზონში გარეტ ბეილმა 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 12 გოლი და ოთხი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.