მარადონას პირადი ექიმი – დიეგოსთვის ყველაფერი გავაკეთე, რაც შესაძლებელი იყო

16:54, 30.11.2020
Neurologist Leopoldo Luque, Diego Maradona's former personal doctor, talks with journalists at his home in Buenos Aires, Argentina, Sunday, Nov. 29, 2020. Dr. Luque's house and offices were raided Sunday in the midst of investigations to establish the circumstances of the death of Maradona. (Fabian Marelli/La Nacion via AP)

Neurologist Leopoldo Luque, Diego Maradona's former personal doctor, talks with journalists at his home in Buenos Aires, Argentina, Sunday, Nov. 29, 2020. Dr. Luque's house and offices were raided Sunday in the midst of investigations to establish the circumstances of the death of Maradona. (Fabian Marelli/La Nacion via AP)

დიეგო მარადონას პირადმა ექიმმა ლეოპოლდო ლუკემ უარყო ლეგენდარულ ფეხბურთელის სიკვდილთან დაკავშირებით ბრალდება, რომელიც მისი მისამართით გამოითქვა.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ დიეგოსთვის გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო“, – მოჰყავს ლუკეს სიტყვები ტელეკომპანია „ალ-ჯაზირას“.

ამასთან, ექიმმა აღიარა, რომ ბევრჯერ მოსვლია კონფლიქტი მარადონასთან.

„დიეგო ვერ იტანდა ექიმებს. ბევრი პრობლემა ჰქონდა იქამდე, სანამ მე შევხვდი. მას დახმარება სჭირდებოდა.

რა მოხდა იმ დღეს, როცა ჩვენ ვიჩხუბეთ? დიეგოს ბევრჯერ გავუგდივარ სახლიდან, შემდეგ კი მირეკავდა. ჩემი ურთიერთობა მასთან – ეს იყო მეამბოხე მამისა და ვაჟის ურთიერთობა. ჩხუბის დღეს, როგორც ყოველთვის, მასთან მივედი და მოხდა ის, რაც მოხდა: დიეგო ცუდად გახდა და ყველა გააგდო სახლიდან. ის საკუთარ ქალიშვილებსაც არ იკარებდა. და იმ დღეს მეც გამაგდო. მაგრამ უარი ვთქვი, რადგან მას დახმარება სჭირდებოდა.

არავისგან არ ყოფილა სამედიცინო შეცდომა. დიეგოს გულის შეტევა ჰქონდა. მისი მახასიათებლების მქონე პაციენტისთვის, ამგვარი სიკვდილი ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო“, – თქვა ლუკემ.

შეგახსენებთ, რომ მარადონას ქალიშვილებმა ეჭვი შეიტანეს ექიმის მხრიდან არაგანზრახ მკვლელობაში, აგრეთვე, ავადმყოფისთვის დახმარების გარეშე დატოვებაში. ამასთან დაკავშირებით, სასამართლომ ლუკეს სახლისა და ოფისის ჩხრეკის ორდერი გასცა. პოლიციამ ამოიღო მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და დოკუმენტაცია ექიმის პროფესიული დაუდევრობის ხარისხის გასარკვევად.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს, 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მსგავსი