მარადონას ექიმი - დიეგო კოკაინისგან სუფთაა, მაგრამ ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები აქვს
მარადონას ექიმი - დიეგო კოკაინისგან სუფთაა, მაგრამ ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები აქვს

ლეგენდარული არგენტინელის დიეგო მარადონას პირადმა ექიმმა ლეოპოლდო ლუკემ განაცხადა, რომ 59 წლის ექს-ფეხბურთელს ალკოჰოლური დამოკიდებულება აქვს.

„დღეისთვის, დიეგო სრულიად სუფთაა კოკაინისგან, მაგრამ პრობლემები აქვს ალკოჰოლის გამოყენებასთან დაკავშირებით. დრო და დრო, ის ძალიან ბევრს სვამს, მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ პრობლემაზე. მასზე გავლენა იქონია კარანტინმა და პრობლემებმა ოჯახში, რამაც გაართულა სიტუაცია. დიეგო უკვე დიდი ხანია იღებს ანქსიოლიტიკებს (ტრანკვილიზატორი) და ჩვენ თანდათან გვინდა დოზის შემცირება. ამდენი წლის შემდეგ, მის ორგანიზმს, შესაძლოა, ცუდი რეაქცია ჰქონდეს პრეპარატებზე მკვეთრად უარის თქმაზე,“ – მოჰყავს ლუკეს სიტყვები სააგენტო „ინფობაე“-ს (Infobae).

ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ მარადონამ, რომელიც, ამჟამად, „ხიმნასიას“ მთავარი მწვრთნელია, შესაძლოა, ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის ენრიკე შეცვალოს.