ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ არგენტინისა და ისლანდიის მატჩის (1:1) დროს, სიგარა მოწია.
„დღეს რთული დღე იყო ყველა არგენტინელისთვის, რადგან დებიუტი გვქონდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. გულწრფელად ვამბობ, არ ვიცოდი, თუ სტადიონებზე მოწევა აკრძალული იყო. ბოდიშს ვუხდი ყველა გულშემატკივარსა და ორგანიზატორს. წინ, არგენტინა! მოდით, კიდევ უფრო ძლიერად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ბიჭებს”,- დაწერა თავის “ფეისბუქზე” მარადონამ.
არგენტინის ნაკრები შემდეგ შეხვედრას 21 ივნისს, ხორვატიის წინააღმდეგ ჩაატარებს.