რუმენიგე მესისა და მარადონას შედარებაზე - დიეგოს მოედანზე ურტყამდნენ, მესის არბიტრები იცავენ #1TVSPORT
რუმენიგე მესისა და მარადონას შედარებაზე - დიეგოს მოედანზე ურტყამდნენ, მესის არბიტრები იცავენ #1TVSPORT

ცნობილმა ვეტერანმა ფეხბურთელმა და „ბაიერნის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ დიეგო მარადონასა და ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. საფეხბურთო სამყაროსთვის ორი დიდი არგენტინელი ჩემპიონის შედარება, ფაქტობრივად, მუდმივი თემაა, რომელსაც რუმენიგეც გამოეხმაურა:

„მარადონა და მესი ორი განსხვავებული ფეხბურთელია. დიეგოს მოედანზე გამუდმებით ურტყამდნენ, ძალიან უხეშად ეთამაშებოდნენ, მესი კი თანამედროვე წესებით და მსაჯების განსაკუთრებული ყურადღებით არის დაცული. როგორც კი შეეხებიან, მსაჯის სასტვენიც არ აყოვნებს. მე, რა თქმა უნდა, არ ვსაუბრებ მის ტალანტზე, მესი აბსოლუტური ჩემპიონია, მაგრამ ჩემთვის მარადონა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ დარჩება“.