ჯო კოული - მესიმ მარადონასაც აჯობა და რონალდოსაც, მის სიმაღლეზე მხოლოდ პელეა #1TVSPORT
ჯო კოული - მესიმ მარადონასაც აჯობა და რონალდოსაც, მის სიმაღლეზე მხოლოდ პელეა #1TVSPORT

ინგლისის  ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯო კოულმა ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არგენტინელს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევს.

„ყოველთვის იქნება აზრთა სხვადასხვაობა და კამათი, ვინ არის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე. ვფიქრობ, რომ მესიმ ამ დებატებს წერტილი დაუსვა – მან ყველაფერი მოიგო. არასდროს მინახავს მესის მსგავსი ფეხბურთელი. მიმაჩნია, რომ ლეო ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. მესიმ აჯობა მარადონასაც და რონალდოსაც, მის სიმაღლეზე მხოლოდ პელეა“, – ციტირებს ჯო კოულის სიტყვებს Daily Mail-ი.