რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება - პელემ არგენტინას ჩემპიონობა მიულოცა #1TVSPORT
რა თქმა უნდა, დიეგო ახლა იღიმება - პელემ არგენტინას ჩემპიონობა მიულოცა #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა პელემ ლიონელ მესის და არგენტინას მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მიულოცა, ხოლო კილიან მბაპეს – ფინალში გოლის გატანა და დიეგო არმანდო მარადონაც გაიხსენა.

პელე, რომელმაც სამი მსოფლიო ჩემპიონატი რეკორდულად მოიგო, გასულ თვეში ჰოსპიტალიზირებული იყო. მან პოსტი ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.

არგენტინელებმა კატარში გამართული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

„დღეს ფეხბურთი აგრძელებს საკუთარ ისტორიას, როგორც ყოველთვის, საინტერესოდ. მესიმ მოიგო თავისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რაც მისი ცხოვრებით დაიმსახურა.

ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა მბაპემ ფინალში ოთხი გოლი გაიტანა (ერთი პენალტების სერიაში). რა საჩუქარი იყო ამ სპექტაკლის ყურება ჩვენი სპორტის მომავლისთვის.

რა თქმა უნდა, არ შემეძლო არ მიმელოცა მაროკოსთვის, ეს წარმოუდგენელი გამოსვლა. სასიამოვნოა იმის ნახვა, აფრიკა როგორ ბრწყინავს.

გილოცავ, არგენტინა! რა თქმა უნდა, დიეგო ახლა ნამდვილად იღიმება“, – წერს პელე.

დიეგო არმანდო მარადონა 2020 წელს 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინელმა ლეგენდამ და არგენტინის ნაკრების ლიდერმა გუნდი ჩემპიონობამდე 1986 წელს მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მიიყვანა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Pelé (@pele)