მარადონა - ვოცნებობ კიდევ ერთ გოლზე ინგლისის ნაკრების კარში, ამჯერად, მარჯვენა ხელით
მარადონა - ვოცნებობ კიდევ ერთ გოლზე ინგლისის ნაკრების კარში, ამჯერად, მარჯვენა ხელით

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ დიეგო მარადონამ უპასუხა შეკითხვას – როგორი საჩუქრის მიღება სურს თავის 60 წლის იუბილეზე.

“ვოცნებობ კიდევ ერთ გოლზე ინგლისის ნაკრების კარში, ამჯერად, მარჯვენა ხელით”, – უპასუხა მარადონამ. მისი სიტყვები ESPN-ის ვებგვერდს მოჰყავს.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ მარადონამ მარცხენა ხელით გაიტანა და ანგარიში გახსნა. წესის დარღვევა მსაჯს შეუმჩნეველი დარჩა. ლეგენდარულმა გოლმა სახელიც კი მიიღო – “ღმერთის ხელი”.

გარდა ამისა, მარადონამ აზრი გამოთქვა თანამედროვე მსოფლიო ფეხბურთის მთავარ ვარსკვლავებზე – ლიონელ მესიზე და კრიშტიანო რონალდოზე.

“მესი და კრიშტიანო, კრიშტიანო და მესი. ჩემთვის ეს ორი დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა დგას. ვერ ვხედავ ვერავის, ვინც შეიძლება მათ მიუახლოვდეს. ვერც ერთი ადამიანი ვერ მიაღწევს იმის ნახევარს, რაც მათ გააკეთეს”, – განაცხადა მარადონამ.

ლიონელ მესის ექვსი “ოქროს ბურთი” აქვს მოპოვებული, რონალდოს – ხუთი.

დატოვე კომენტარი