არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.
სწორედ იქ განისვენებენ მისი მშობლები. მამა 2015 წელს გარდაეცვალა, დედა – 2011-ში.
დიდი დიეგო უკანასკნელ გზაზე მხოლოდ მისი ოჯახის წევრებმა გააცილეს, მანამდე, კი არგენტინის მთავრობის სასახლეში მის პანაშვიდზე უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი საკუთარი საფეხბურთო კერპის ხსოვნას.