მარადონა ბელა ვისტას სასაფლაოზე დაკრძალეს
მარადონა ბელა ვისტას სასაფლაოზე დაკრძალეს

არგენტინული ფეხბურთის ლეგენდა, დიეგო მარადონა ბელა ვისტას კერძო სასაფლაოზე დაკრძალეს.

სწორედ იქ განისვენებენ მისი მშობლები. მამა 2015 წელს გარდაეცვალა, დედა – 2011-ში.

დიდი დიეგო უკანასკნელ გზაზე მხოლოდ მისი ოჯახის წევრებმა გააცილეს, მანამდე, კი არგენტინის მთავრობის სასახლეში მის პანაშვიდზე უამრავმა ადამიანმა მიაგო პატივი საკუთარი საფეხბურთო კერპის ხსოვნას.