მანუელ ნოიერს ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტი სურს

20:11, 10.04.2020
BERLIN, GERMANY - MAY 25: Goalkeeper Manuel Neuer of Muenchen reacts during the DFB Cup final between RB Leipzig and Bayern Muenchen at Olympiastadion on May 25, 2019 in Berlin, Germany. (Photo by Alex Grimm/Bongarts/Getty Images)

მანუელ ნოიერი ჯერ კიდევ ვერ შეთანხმდა მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გაგრძელების თაობაზე. როგორც გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, მეკარეს ხელფასის სახით წელიწადში 20 მილიონ ევროზე მეტი სურს, კლუბი კი ამაზე წასვლისგან თავს იკავებს.

რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 34 წლის ფეხბურთელს ახალი კონტრაქტის გაფორმება მიუნხენელებთან 2025 წლამდე სურს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ამოწურვისთვის ის 39 წლის იქნება. რაც შეეხება „ბაიერნის“ საპასუხო შეთავაზებას, ისინი ნოიერს ხელშეკრულებას 2023 წლამდე სთავაზობენ.

მიმდინარე კონტრაქტი ფეხბურთელთან 2021 წლის ზაფხულში იწურება.

მსგავსი