მანუელ ნოიერს 19 წლის ხელბურთელთან აქვს რომანი
მანუელ ნოიერს 19 წლის ხელბურთელთან აქვს რომანი

განქორწინებიდან ოთხი თვის თავზე, მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარემ მანუელ ნოიერმა ურთიერთობა დაიწყო 19 წლის ხელბურთელთან ანიკა ბისელთან. ეს უკანასკნელი უკვე გადავიდა 34 წლის ფეხბურთელთან სახლში და უფრო მეტიც, ნოიერმა ის საკუთარ მშობლებს წარუდგინა.

ანიკა ბისელი გერმანიის მეორე სახელბურთო ლიგის კლუბ „ჰერენბერგში“ თამაშობს.

მანუელ ნოიერი 2017 წლიდან იყო ქორწინებაში 27 წლის ნინა მიულერთან, მაგრამ ისინი რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ.