მანუელ ნოიერმა წინასაახალწლო ბლიც-ინტერვიუ მისცა #1TVSPORT
მანუელ ნოიერმა წინასაახალწლო ბლიც-ინტერვიუ მისცა #1TVSPORT

„ბაიერნის“ ლეგენდარულმა მეკარემ მანუელ ნოიერმა ტელეარხ DAZN-სთვის გადაიღო ვიდეორგოლი, რომელშიც ფეხბურთელს უსვამდნენ შეკითხვებს, მას კი სწრაფად უნდა ეპასუხა ან დაესახელებინა პირველი ასოციაცია. საბოლოოდ ასეთი რამ გამოვიდა:

ყველაზე რთული მეტოქე კარიერაში – კრიშტიანო რონალდო, მესი. ასეთი ბევრია;

საუკეთესო პარტნიორი გუნდში – რობერი (რიბერი და რობენი);

ყველაზე სასაცილო პარტნიორი გუნდში – თომას მიულერი;

ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა ფეხბურთში – ტრიპლეტი (ბუნდესლიგა, გერმანიის თასი, ჩემპიონთა ლიგა);

ყველაზე ჭუჭყიანი პარტნიორი გუნდში – ამ მხრივ გუნდში ყველაფერი წესრიგშია;

ბავშვობის კერპი – ბორის ბეკერი;

მთავარი ტალანტი დღევანდელ ფეხბურთში – ლამინ იამალი. შესაძლოა, სხვებიც არიან.

ყველაზე ლამაზი მოთამაშე გუნდში – სერჟ გნაბრი, შესაძლოა, ვარცხნილობის შეცვლა სჭირდება, ამიტომაც, ალბათ, ჯამალ მუსიალა.