მანუელ ნოიერმა სრულფასოვანი ვარჯიშები განაახლა

20:11, 13.02.2019

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე, მანუელ ნოიერი სრულფასოვან ვარჯიშებს დაუბრუნდა. ამის შესახებ გერმანიის ჩემპიონის მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა განაცხადა.

ნოიერი კარგად გამოიყურება. არის ვარიანტი, რომ მან პარასკევს ბუნდესლიგის მორიგ ტურში ითამაშოს“, – მოჰყავს ხორვატი სპეციალისტის სიტყვები „ბაიერნის“ „ტვიტერს“.

ნოიერმა პირველ თებერვალს ხელი დაიზიანა, რის გამოც გერმანიის ჩემპიონატის ორი მატჩი და გერმანიის თასის მერვედფინალი გამოტოვა.

მსგავსი