მანუელ ნოიერმა გოლის აღნიშვნის დროს ტრავმა მიიღო და „ბაიერნს“ გაურკვეველი ვადით გამოაკლდა #1TVSPORT
მანუელ ნოიერმა გოლის აღნიშვნის დროს ტრავმა მიიღო და „ბაიერნს“ გაურკვეველი ვადით გამოაკლდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნმა“ მეკარე მანუელ ნოიერი გაურკვეველი ვადით დაკარგა. ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური შეხვედრის დროს მიიღო.

„ლევერკუზენთან“ მატჩში ნოიერმა კუნთი მაშინ დაიზიანა, როდესაც „ბაიერნის“ მეორე გოლს ზეიმობდა. საბოლოოდ ის შეცვალეს, ხოლო მიუნხენურმა გრანდმა შეხვედრა 3:0 მოიგო.

ნოიერი ბოლოს ტრავმას 2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით მკურნალობდა. მან თხილამურებით სრიალის დროს ფეხი მოიტეხა.

38 წლის გერმანელმა მეკარემ ცოტა ხნის წინ „ბაიერნთან“ მოქმედი ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა.