მანუელ ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა
მანუელ ნოიერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი თქვა

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარემ მანუელ ნოიერმა, ჯერჯერობით, უარი თქვა თავის ამჟამინდელ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე.

ერთი ვერსიით, 33 წლის გერმანელმა გადადო მოლაპარაკებები იმ მომენტამდე, სანამ გერმანიის ჩემპიონი მომავალი სეზონისთვის ახალი მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ჩამოყალიბდება. ნოიერს იმედი აქვს, რომ ამჟამინდელი დამრიგებელი ჰანს-დიტერ ფლიკი გუნდში დარჩება, – იტყობინება გამოცემა „კიკერი”.

გარდა ამისა, არსებობს ვერსია, რომ ნოიერი უკმაყოფილოა „ბაიერნში” ახალი მეკარის მისვლით. შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან მიუნხენელებს შეუერთდება „შალკეს” 23 წლის მეკარე ალექსანდერ ნიუბელი.

მანუელ ნოიერის მიმდინარე კონტრაქტი „ბაიერნთან” 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.