მანუელ ნოიერი, შესაძლოა, „ბაიერნიდან“ წავიდეს
მანუელ ნოიერი, შესაძლოა, „ბაიერნიდან“ წავიდეს

მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერი ამ ზაფხულს კლუბიდან წასვლაზე ფიქრობს. როგორც ფეხბურთელის აგენტი ტომას კროტი ამბობს, ნოიერს სურს ჩემპიონთა ლიგის მოგება და განიხილავს ტრანსფერის ვარიანტს, თუ „ბაიერნი“ ამ ზაფხულს არ გაიფორმებს ძლიერ ფეხბურთელებს.

„მას სურს ევრო 2020-ზე გამარჯვება და კიდევ ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგება. მანუელი წარმატების მისაღწევად არის განწყობილი. მას მიაჩნია, რომ ინგლისური გუნდების ოთხეული ძალიან წინ არის წასული და „ბაიერნის“ შემადგენლობა არასაკმარისად კონკურენტუნარიანია.

რა თქმა უნდა, ყოველთვის არის „ბაიერნთან“ ახალი კონტრაქტის გაფორმების ვარიანტი და იქ კარიერის დასრულება, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი შესაძლებლობა“, – მოჰყავს კროტის სიტყვები გაზეთ „ზუტდოიჩე ცაიტუნგს“ (Suddeutsche Zeitung)